უხანიდან საფრანგეთის მიერ ევაკუირებულთა შორის 20 ადამიანს ახალი კორონავირუსის სიმპტომები აღმოაჩნდა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 03.02.2020
ნანახია: 663

ჩინეთის ქალაქ უხანიდან საფრანგეთის მიერ ევაკუირებულთა შორის 20 ადამიანს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ პარიზში საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბიუზენმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომის მქონე პირებს შორის არიან როგორც საფრანგეთის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ისინი სამედიცინო გამოკვლევებს გაივლიან.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მიერ უხანიდან თვითმფრინავით ევაკუირებულ პირებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე