აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზღუდვა დაიწყო - ენგურჰესი

საქართველო, თბილისი - 15:34 | 31.01.2020
ნანახია: 998

"დღევანდელი მდგომარეობით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს", - აღნიშნულია შპს „ენგურჰესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის მონაცემებით, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, ენგურჰესი და ვარდნილჰესი აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზუდვა დაიწყო და 4-საათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა.

"აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია. როდესაც წყალი ამ ნიშნულს მიუახლოვდება, ჰესის მუშაობა შეიზღუდება, რაც დღე-ღამეში, შემოდინების შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმესაათიან დატვირთვას გულისხმობს", - აცხადებენ კომპანიაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე