კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბრიტანეთში

საქართველო, თბილისი - 14:30 | 31.01.2020
ნანახია: 722

კორონავირუსით დაინფიცირების პირველი ორი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინიტროს ცნობით, ორივე დაინფიცირებული ერთი ოჯხის წევრია. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა სრულ მზადყოფნაშია ვირუსთან საბრძოლველად და მჭიდრო კავშირი აქვთ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან.

დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ექსპერტებმა წინასწარ დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV გახდა.

დაავადებულებს ახასიათებთ სუნთქვის გაძნელება და დაღლილობის შეგრძნება, მათ ასევე აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ტკივილი.

ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლინდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიასა და ფინეთში.

გუშინ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე