ინდოეთში, ქალი, რომლის ქმარმაც 23 ბავშვი დაატყვევა, ჩაქოლეს

საქართველო, თბილისი - 11:28 | 31.01.2020
ნანახია: 784

ინდოეთში, უთარ-ფრადეშის შტატში, თანასოფლელებმა ჩაქოლეს ქალი, რომლის ქმარმაც შვილის დაბადების დღეზე 23 ბავშვი მძევლად აიყვანა. იუყება ტყელერახი  NDTV.

მანამდე პოლიციელებმა სპეცოპერაციის დროს  მამაკაცი მოკლეს და ბავშვები გაათავისუფლეს. წინასწარი მონაცემებით, ისინი არ დაშავებულან.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სურეშ ბატამმა, რომელიც ადრე მკვლელობაში იყო ბრალდებული, ბავშვები თავისი ქალიშვილის დღის აღსანიშნავად სახლში მიიწვია, შემდეგ კი დაატყვევა.   6-დან 15  წლამდე 23 ბავშვთან ერთად მამაკაცმა რამდენიმე ქალიც დატყვევა. როდესაც შეშფოთებული მშობლები ბატამის სახლთან მივიდნენ, მან ცეცხლი გახსნა და ხელყუმბარა ისროლა.

ტელეარხის ინფორმაციით, მას შედეგ რაც მამაკაცის ლიკვიდირება მოხდა, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მისი ცოლი დააკავეს და ქვები ესროლეს. ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

პოლიცია ეჭვობს, რომ ქალი ქმარს მძევლების აყვანის დროს დახმარებას უწევდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე