სტოკჰოლმში სალვადორ დალის 10-ზე მეტი სკულპტურული ნამუშევარი მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 12:16 | 30.01.2020
ნანახია: 770

სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე საგამოფენო დარბაზიდან სალვადორ დალის ბრინჯაოს ათზე მეტი სკულპტურული ნამუშევარი მოიპარეს.

გალერეა Couleur-ის მფობელის პედერ ენსტრიომის თქმით, უცნობი პირები შევიდნენ შენობაში, სადაც მიმდინარეობდა გამოფენა და მოიპარეს ცნობილი მხატვრის 10 ან 12 ნამუშევარი. სკულპტურები 20-50 ათას ევროდ არის შეფასებული.

ენსტრიომის თქმით, სკულპტურების საერთო ღირებულბა 300-400 ათას ევროს შეადგენს.  დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე