მექსიკაში ერთი ტონა ნარკოტიკული ნივთიერებით დატვირთული თვითმფრინავი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:04 | 30.01.2020
ნანახია: 738

მექსიკის შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც ერთ ტონამდე ნარკოტიკები იყო მოთავსებული. თვითმფრინავი სავარაუდოდ, არგენტინიდან მიფრინავდა.

საეჭვო ხომალდი მექსიკის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დღის წინ შენიშნეს, რის შემდეგაც მისი მიმართულებით შეიარაღებლული ძალების თვითმფრინავები გაგზავნეს.

საეჭვო თვითმფრინავის პილოტები იძულებულნი გახდნენ ერთ-ერთი დასახლების აეროდრომში დაშვებულიყვნენ. სამხედროებმა ბორტზე კოკაინის მსგავსი თეთრი ნივთირების 32 შეკვრა აღმოაჩინეს. ტვირთის წონა დაახლოებით ერთ ტონას შეადგენდა. შავ ბაზარზე ნაკორტიკების ამ რაოდენობის ფასი 12 მლნ დოლარს აღწევს.

დაკავებულია ბოლივიის ორი მოქალაქე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე