კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, ჩინეთში, 170-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 10:28 | 30.01.2020
ნანახია: 704

ჩინეთში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა, დაინფიცრებულთა რიცხვი კი 7 711-ს აღწევს.

დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ტიბეტშიც. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტიტის ცნობით, მომაკვდინებელი ვირუსი ჩინეთის უკვე ყველა რეგიონშია გავრცელებული.

ჩინეთის საზღვრებს მიღმა დაავადების შემთხვევები დაფიქსირებულია ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ასევე ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, მალაიზიაში, გერმანიასა და ფინეთში.

29 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა არაბთა გაერთიანებულ საემიროებშიც გამოვლინდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე