ამერიკელი სენატორების კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გიორგი გახარიას
საქართველო, თბილისი - 10:09 | 30.01.2020 ნანახია: 837აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე "რესპუბლიკელი" სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვედა კომიტეტის უმცირესობის „დემოკრატი" ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიხედოს:
"ბატონო პრემიერ-მინისტრო გიორგი გახარია,
გწერთ, რომ გამოვხატოთ საქართველოში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენი ღრმა შეშფოთება. უკანასკნელი 29 წლის განმავლობაში, რაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენ ვიხილეთ დემოკრატიის დამკვიდრება, ეკონომიკური ზრდა, სამოქალაქო საზოგადოების აყვავება და მმართველობის მკვეთრი გაუმჯობესება.
საქართველოს ერთგულება ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემისა და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკისადმი, თქვენი რეგიონისთვის შთამბეჭდავი მაგალითია. ორივე ჩვენგანი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები ვიყავით და საქართველოს მიერ დემოკრატიის ამ მთავარი ფასეულობების დაცვამ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
უკვე ათწლეულებია, რაც საქართველოს განვითარების გზაზე, შეერთებული შტატები მისი მხურვალე მხარდამჭერია.
თუმცა, ჩვენ უფრო და უფრო შეშფოთებულნი ვართ უკანასკნელი მოვლენებით, რომლებიც ქართული დემოკრატიის და მმართველობის შესუსტებაზე მიუთითებს. ორი მთავარი საკითხი არის პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა.
ვიცით, რომ დაპირებული საარჩევნო რეფორმა ითვალისწინებდა ქართველი ამომრჩევლისთვის პროპორციული წარმომადგენლების მიცემას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემას რომელიმე ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ მიეცა გაუმართლებელი უპირატესობა.
თქვენი მთავრობის გადაწვეტილება, რომ ეს ცვლილება არ მომხდარიყო, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პასუხისმგებლობისგან უკუსვლაზე მიუთითებს. ამასთან ერთად, მასობრივი, თუმცა მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ამას მოჰყვა, მკაფიო ნიშანია, რომ ამ ჩავარდნით უკმაყოფილება არსებობს. მთავრობის მიერ ამ პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა, ქართველების დემოკრატიული უფლებების და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა.
ამასთან, ბოლო პერიოდში, ოპოზიციის ლიდერების მიზანში ამოღება, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური მეთოდებით, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის დამატებითი მტკიცებულებაა. ცნობები, რომ ოპოზიციის ლიდერებს მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირები ფიზიკურად უსწორდებიან ან მათზე ძალადობენ, შემაშფოთებელია.
ასევეა, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ წლების წინ დახურული სისხლის სამართლის საქმეების ხელახლა გახსნა. პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ ისარგებლონ თავისუფლად საუბრის უფლებით და საქართველოს სასამართლო სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული მათთვის ამ თავისუფლების შეზღუდვის იარაღად.
და ბოლოს, ჩვენ ვართ განსაკუთრებით შეშფოთებულნი რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას ძირი ეთხრება უზენაესი სასამართლოს 14 ახალი მოსამართლის უვადოდ დანიშვნით მანამდე, სანამ მათი კვალიფიკაცია სრულად იქნა შეფასებული, როგორც ეს აღნიშნა ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციამ [ეუთო] თავის 2020 წლის იანვრის მონიტორინგის ანგარიშში. მიუკერძოებელი და დიდი გამოცდილების მქონე მოსამართლეების ნაცვლად, პოლიტიკური მოკავშირეების უმაღლეს სასამართლოში დანიშვნა იმ დემოკრატიულ ინსტიტუტებს უთხრის ძირს, რომლებმაც რეგიონში საქართველო შესაშური [მაგალითი] გახადა.
ცოტა ხნის წინ გაკეთებული ბატონი ივანიშვილის განცხადება, რომ აქციების უფრო მეტ მონაწილეს მოუწევს ციხეში წასვლა, კიდევ ერთი შემაშფოთებელი ამბავია. ჩვენ იმედი გვაქვს ეს არ არის იმის ნიშანი, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სასამართლო და პოლიცია არამართებულად გამოიყენოს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.
ჩვენ წლებია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და ჯერ ისევ გვჯერა, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიული საფუძველი. თუმცა, ეს მოვლენები ჩვენ გვაჩერებს და გვიჩენს კითხვებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების თაობაზე.
ასევე, ჩვენ ვშიშობთ, რომ რეფორმების კუთხით პროგრესის ნაკლებობა და საქართველოს შიგნით დაპირისპირების ზრდა, კარს გაუღებს რუსეთის უფრო მეტად ჩარევას ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო დიდი საფრთხის წინაშე იქნება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ.
დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი ჰყავს და ჩვენ ძალიან გვსურს გავაგრძელოთ თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა. თუმცა, ჩვენ გვაქვს მოტივაცია მხარი დაუჭიროთ საქართველოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეგვეძლება საქართველოს დავეყრდნოთ როგორც სტაბილურ, სანდო და დემოკრატიულ პარტნიორს ამ საქმეში. ჩვენ გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ თქვენ სწრაფად ეცდებით ამ დაღმასვლის შემობრუნებას და შეასრულებთ დაპირებებს, რომლებიც ქართველ ხალხს მიეცა", - ნათქვამია წერილში.
სენატორების წერილს რადიო "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა