თინათინ ხიდაშელი მრავალშვილიან სამხედროს ოჯახს ესტუმრა

საქართველო, თბილისი - 13:45 | 29.12.2015
ნანახია: 1758

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ქუთაისში მცხოვრები სამხედრო მოსამსახურის მრავალშვილიან ოჯახს ახალი წლის მისალოცად მოულოდნელად ესტუმრა. თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში მყოფი კაპრალის მამუკა ბანძელაძის პატარებს საჩუქრები და ტკბილეული გადასცა. 

სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ბანძელაძე სამშვიდობო მისიას ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში ასრულებს და ოჯახს იანვარში დაუბრუნდება.

მამუკა ბანძელაძეს ხუთი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს - სამი ვაჟი და ორი გოგონა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე