თქვენი დაცვა არ მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი - თეა წულუკიანი ნინო ლომჯარიას

საქართველო, თბილისი - 12:52 | 21.01.2020
ნანახია: 677

სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომლებსაც აფურთხებენ, სცემენ, წიხლებს ურტყამენ?  - მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას, პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით, მოხსენებით წარდგა.

„ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე და მე მინდა, ჩემი სიტყვის დასასრულს, გაჩვენოთ ჩვენი თანამშრომლების გაჭირვება, ქალების და კაცების, თუ რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა.

თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს? მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი. ახლახან მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც, გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომლებსაც აფურთხებენ, სცემენ, წიხლებს ურტყამენ. ეს არ არის ამ ანგარიშში. ეს არ არის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის პრევენციაც თქვენ ჩემთან ერთად გევალებათ?“, – მიმართა წულუკიანმა ლომჯარიას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე