სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, საეჭვო ადგილებში გაურკვეველი წარმომავლობის მალფუჭებადი სურსათი არ შეიძინონ

საქართველო, თბილისი - 12:39 | 29.12.2015
ნანახია: 1369

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პარალელურად, წინასაახალწლო დღეებში მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს საეჭვო ადგილებში გაურკვეველი წარმომავლობის მალფუჭებადი სურსათის შეძენისგან.

„ნუ შეიძენთ მაღალი რისკის სურსათს (ხორცი და ხორცპროდუქტები, თევზი და თევზპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი, ბავშვთა საკვები) ქუჩაში, არასათანადო შენახვისა და რეალიზაციის პირობებში. ასევე სურსათის შეძენისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ვარგისიანობას - დააკვირდით, რამდენად ახალია ის. ეტიკეტზე ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას და შენახვის პირობებს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზს: 291 91 68“, განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე