ინტერპოლის ყოფილ პრეზიდენტს 13 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 11:31 | 21.01.2020
ნანახია: 743

ჩინეთის ქალაქ ტიანცზინის სასამართლომ ინტერპოლის ყოფილ პრეზიდენტს მენ ჰუნვეის 13 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მენ ჰუნვეი კორუფციის ბრალდებით იყო დაკავებული.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ბრალდებული ვერდიქტის გასაჩივრებას არ აპირებს.

ინტერპოლის ექს-პრეზიდენტმა და ჩინეთის უსაფრთხოების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მენ ჰუნვეიმ, სასამართლო პროცესის დროს, 2019 წლის 20 ივნისს, ბრალი აღიარა. გამოძიება მას 3 მლნ დოლარის ოდენობის ქრთამის აღებას ედავებოდა.

მენ ჰუნვეი 2018 წლის 29 სექტემბერს საფრანგეთიდან ჩინეთში გაემგზავრა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ჩინეთის პოლიციამ დააკავა.

მენ ჰუნვეი ინტერპოლს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე