ირანი ადასტურებს, რომ უკრაინული თვითმფრინავი ორი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს

საქართველო, თბილისი - 10:46 | 21.01.2020
ნანახია: 660

უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მეორე ანგარიში ადასტურებს, რომ ლაინერი „ტორ-მ1“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მოკლე მანძილზე მოქმედმა „მიწა-ჰაერის“ ტიპის ორმა რაკეტამ ჩამოაგდო.

ანგარიშის თანახმად, რაკეტების მოხვედრის შემდეგ ბოინგმა, რომელიც საცხოვრებელი რაიონის ზემოთ მიფრინავდა, სიმაღლის დაკარგვა სწრაფად დაიწყო, რის შემდეგაც გასართობი პარკის კონსტრუქციას დაეჯახა და მიწაზე ჩამოვარდა. ჩამოვარდნის შემდეგ ლაინერმა გადაკვეთა ფეხბურთის მოედანი, მთლიანად დაიშალა და დაიწვა.

თვითმფრინავი თეირანის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 06:12 საათზე აფრინდა. მასთან კავშირი იმ დროს გაწყდა, როდესაც ლაინერი 2,400 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე