საუდის არაბეთის არმიაში ქალთა პირველი სამხედრო ქვედანაყოფი შეიქმნა

საქართველო, თბილისი - 10:22 | 21.01.2020
ნანახია: 681

საუდის არაბეთის შეიარაღებულ ძალებში ქალთა პირველი სამხედრო ქვედანაყოფი შეიქმნა. იუწყება გაზეთი Arab News-ი.

გაზეთის ინფორმაციით, ქალთა პირველი ქვედანაყოფის შექმნის ბრძანება საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ფაიად არ-რუვაილიმ გასცა.

2019 წლის ოქტომბერში საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქალებს უფლება მისცა შეიარაღებული ძალების რიგებში ემსახურათ სახმელეთო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, საზღვაო-სამხედრო ძალების, ანტისარაკეტო თავდაცვს ძალების, სამედიცინო სამსახურისა და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების უმცროს კაპრალებად, კაპრალებად და სერჟანტებად.

იმ მომენტიდან, როცა სამეფოს მემკვიდრე პრინცი გახდა მუჰამედ ბენ სალმანი, საუდის არაბეთში ცვლილებები დაიწყო, უპირველესად, ეს ცვლილებები შეეხო საზოგადოებაში ქალების როლს. ქალებს ავტომობილის მართვის, სპორტულ ასპარეზობებზე დასწრების, ასევე არმიასა და პოლიციაში სამსახურის უფლება მისცეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე