ჩინეთში კორონავირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:04 | 21.01.2020
ნანახია: 597

ჩინეთში კორონავირუსით მეოთხე ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ქალაქ უხანში მოხდა, სადაც თავდაპირველად, ახალი სახიფათო კორონავირუსი  გაჩნდა.

უხანის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ვირუსის მსხვერპლი 89 წლის მამაკაცი გახდა, რომელსაც სიმპტომები 13 იანვარს დაუდასტურდა, 18 იანვარს კი სუნთქვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხელისუფლების ინფორმაციით, უხანში კორონავირუსით 198 დაავადებული დარეგისტრირდა, მათგან 25 საავადმყოფოებიდან უკვე გაეწერა.

ამჟამად მკურნალობას 169 ადამიანი აგრძელებს, მათ შორის ცხრა კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 25 დაავადებულის მდგომარეობა მძიმეა.

საშიში ვირუსი ჩინეთის საზღვრებს უკვე გასცდა, დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და ტაილანდში.

ჩინეთში ადასტურებენ, რომ ახალი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე