ირმა ინაშვილი NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 15:44 | 20.01.2020
ნანახია: 783

პატრიოტთა ალიანსის გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი NDI-ის თბილისის ოფისის ხელმძღვანელის ლორა თორნტონის, წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, NDI-ისა და IRI-ის კვლევები საშიშროებას უქმნის ქვეყანას და "სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად იქცა".

"NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში.

ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება", - თქვა ინაშვილმა და აღნიშნა, რომ "პატრიოტთა ალიანსი" 26 იანვრიდან "NDI-სა და IRI-ს მამხილებელი კამპანიას იწყებს".

როგორც ინაშვილი იუწყება, მისი პარტია მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლება და აქციების გამართვასაც აპირებენ.

"ეს უბედურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს...საერთოდაც, საბოლოო ჯამში, ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ამ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში. ან შეცვალონ მენეჯმენტი და თუ კვლევას ატარებენ, ეს კვლევა სტანდარტს ექვემდებარებოდეს, ან წაბრძანდნენ საქართველოდან", - განაცხადა ინაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე