ხალიფა ჰაფთარმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი არც ბერლინში მოაწერა

საქართველო, თბილისი - 15:24 | 20.01.2020
ნანახია: 699

ბერლინში, კონფერენციაზე, რომელიც ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნებოდა, ეროვნული არმიის გენერალმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.  

გავრცელებული ცნობით, მან ტელეფონი გამორთო და კონფერენცია დატოვა.

ბერლინის კონფერენცია მოსკოვში გამართული შეხვედრიდან რამდენიმე დღეში შედგა. ჰაფთარმა რუსეთის დედაქალქიც ისე დატოვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მკვლელობის შემდეგ ლიბია ფაქტობრივად ორ ნაწილად გაიყო. ამჟამად ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა გამეფებული. აღმოსავლეთ ნაწილს განაგებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი, დასავლეთ ნაწილს, დედაქალაქ ტრიპოლში, მართავს გაეროსა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ეროვნული თანხმობის მთავრობა. აღმოსავლეთ ნაწილის ხელისუფლება ტრიპოლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს და თანამშრომლობს ლიბიის ეროვნულ არმიასთან, რომელსაც ჰაფთარი ხელმძღვანელობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე