ბექა ოდიშარია კულტურის მინისტრის პოსტზე მის შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 15:08 | 20.01.2020
ნანახია: 706

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა კულტურის მინისტრის პოსტი დაიკავოს.

"ყოველთვის ვგულშემატკივრობდი იმას, რომ კულტურის სამინისტრო ყოფილიყო ცალკე და გუნდის შიგნით, როდესაც იყო ხოლმე მსგავის ტიპის დისკუსიები, მხარს ვუჭერდი. რაც შეეხება პერსონალურ საკითხს ცხადია, არ გიდასტურებთ. ამჟამად, ვარ პოზიციაზე, რომელიც ნამდვილად არ არის მინისტრის რანგზე ნაკლები. ახლა, მთელი გულით და სულით ჩართული ვარ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის საქმიანობაში”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით, მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებულია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე