ავსტრალიაში გოლფის ბურთის ზომის სეტყვა მოვიდა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 20.01.2020
ნანახია: 679

ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კანბერაში ძლიერი სეტყვა მოვიდა.

როგორც იუწყებიან ზოგიერთ ადგილში სეტყვა დაახლოებით გოლფის ბურთის ზომისა იყო.

სეტყვამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები, მანქანები, პარკები და მცენარეები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სეტყვის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საგანგებო სიტუაციების სამსახურში 1500-მდე ზარი იყო შესული.

სეტყვას თან დაერთო ძლიერი წვიმა და ქარიშხალი.

ხელისუფლება მოუწოდებს ადამიანებს, დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიუროს ცნობით, სეტყვა დღის განმავლობაში სიდნეისკენ გადაინაცვლებს. როგორც მეტეოროლოგები იუწყებიან, შესაძლოა სეტყვა სიდნეიში მეტად დამაზიანებელი აღმოჩნდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე