ბრიტანეთი ჩემი სახლია... ვწუხვარ, რომ აქამდე მივედით - პრინცი ჰარი

საქართველო, თბილისი - 10:15 | 20.01.2020
ნანახია: 758

პრინცი ჰარი ძალიან წუხს, რომ სამეფო უმაღლესობის ტიტულით ვეღარ ისარგებლებს.

 „მინდა, რომ სიმართლე ჩემგან გიაიგოთ, რომელიც უნდა გაგიზიაროთ, არა როგორც პრინცმა ან ჰერცოგმა, არამედ ჰარიმ -  ადამიანმა, რომელიც 35 წელი თქვენს თვალწინ იზრდებოდა, ჰარიმ, უფრო ნათელი პერსპექტივით“, - განაცხადა პრინცმა სენტებეილის საქველმოქმედო ფონდზე სიტყვით გამოსვლისას.

 „დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლია, რომელიც მიყვარს. ეს არასდროს შეიცვლება... ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე მივედით“, - აღნიშნა ჰარიმ.  პრინცის თქმით, მას სურდა, სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე ემსახურა სამეფო ოჯახში, თუმცა ეს არ გამოვიდა.

შეგახსენებთ, პრინცმა და მისმა მეუღლემ მეგან მარკლიმ  უარი თქვეს სამეფო მოვალეობების შესრულებაზე, რის შედეგადაც მათ სამეფო უმაღლესობის ტიტულები ჩამოერთვათ.

ცოლ-ქმარი 2,4 მლნ ფუნტს (3,1 მლნ დოლარს), რომელიც გადასახადების გადამხდელების სახსრებიდან სასახლის რემონტისთვის დახარჯეს, უკან დააბრუნებენ და სახლმწიფოს მხრიდან აღარ დაფინანსდებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე