თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას, ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი - მიხეილ სააკაშვილი გიორგი გაბუნიას

საქართველო, თბილისი - 09:31 | 20.01.2020
ნანახია: 719

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხის“ გადაცემა „პოსტ-ფაქტუმის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმიანება და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ვინ არა.

„ელიტურობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანთა ჯგუფი დროა, მიხვდეს, რომ არაფრით არ დგას ქართველ ხალხზე მაღლა და ვინ უნდა მოვიდეს და ვინ - არა, ამას წყვეტს ქართველი ხალხი და არა რომელიმე ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი ან სხვა ცალკე აღებული ცნობადი სახე.

თუნდაც ნიჭიერი ჟურნალისტობა არ გაძლევს უფლებას, ქართველ ხალხს მოახვიო შენი აზრი.

 Edison Research-ის გამოკითხვაში ხალხის 60%-მა გაბედა და თქვა, რომ სურს ჩემი დაბრუნება საქართველოში.

ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ და არც ვაპირებ, რომ როდესმე ვიყო. და დაიმახსოვრეთ, ხალხის ენერგიას ვერანაირი პერო ვერ დაუდგება წინ. That's how f-n democracy functions, stupid! და ისე, გილოცავთ ნათლისღებას! ”- განაცხადა სააკაშვილმა.

გიორგი გაბუნიამ მონოლოგში, თქვა, რომ მისი აზრით, სააკაშვილი ვეღარასდროს იქნება საქართველოს ერთპიროვნული მმართველი, მას ამის უფლებას აღარავინ მისცემს.

”დარწმუნებულები არიან რომ მე მიხეილ სააკაშვილზე ვგიჟდები და ვაფრენ. ძალიან ცდებიან, სააკაშვილი მეც არ მომწონს, ბევრი თვალსაზრისით და არც არასდროს ვყოფილვარ მასზე გადარეული. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მასში ვერ ვხედავ დადებით მხარეებს და იმ დიდ სარგებელს, რომელიც მან თავის დროზე მოუტანა ქვეყანას. ზოგადად არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილი კი არა, რომელიმე პოლიტიკოსი გიყვარდეს ან მოგწონდეს”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე