რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, ავტოავარიას ორი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 14.01.2020
ნანახია: 865

რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალზე, იაღლუჯის მთის ფერდობთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბოძს შეეჯახა. ორი ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8-ე ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე