აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ზამთარში აჭარაში დასვენებისა და საახალწლო ღონისძიებების პოპულარიზაციის მიზნით მედია ტურს უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 11:58 | 29.12.2015
ნანახია: 1347

 

23 – 26 დეკემბერს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ზამთარში აჭარაში დასვენებისა და საახალწლო ღონისძიებების პოპულარიზაციის მიზნით მედია ტურს უმასპინძლა. ტურის ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი მედიის 20-მდე წარმომადგენელი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო.

24 დეკემბერს, ჟურნალისტებს ტურისტული პროდუქტების განვითარების საააგენტოს ორგანიზებით ტურ ოპერატორებიც შეურთდნენ. მათ აჭარაში ახლად გახსნილი სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ მოინახულეს და იქ დანერგილი სერვისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

25 დეკემბერს, კი ჟურნალისტები ბათუმში, ევროპის მოედანზე ნაძვის ხის ანთებასა და ნინო ქათამაძის კონცერტს დაესწრნენ. ტურის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზამთარში აჭარაში დასვენებისა და საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამა გააცნეს. მედია ტურის შედეგად ჟურნალისტებმა საახალწლო კონცერტებისა და კურორტ გოდერძის შესახებ სიუჟეტები და რეპორტაჟები მოამზადეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე