პროკურატურა გარდაცვლილ მურად წურწუმიას საქმეზე დამატებითი ექსპერტიზის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 10:43 | 09.01.2020 ნანახია: 812საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 8 იანვარს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით, ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა მოქალაქე ვ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"ამავე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 იანვარს დააკავეს ბრალდებული ზ.ფ., რომელიც პროკურატურის შუამდგომლობით, გადაყენებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობიდან და აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
აქვე განვმარტავთ, რომ 6 იანვარს მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო გარდაცვლილის დედა და ასევე დაზარალებულად ცნო მუხრან ჩხვირკია.
გამოძიების ფარგლებში, უმოკლეს პერიოდში ჩატარდა სამოცდაათამდე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის სამედიცინო პერსონალი, დაინიშნა ექსპერტიზები და დამატებით გამოიკითხა დაზარალებული.
აღსანიშნავია, რომ როგორც ექიმების გამოკითხვის ოქმებით, ასევე სამედიცინო დოკუმენტაციით არ დგინდებოდა მურად წურწუმიას თვალის დაკარგვის ფაქტი. მიუხედავად ამისა, ოჯახთან შეთანხმებით, 8 იანვარს, ექსპერტის მონაწილეობით, ხელახლა, დამატებით განხორციელდა გარდაცვლილი მურად წურწუმიას გარეგნული დათვალიერება, რის შედეგადაც ასევე არ დადასტურდა თვალის დაკარგვის ფაქტი.
ამ ეტაპზე გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მუხრან ჩხვირკია და მურად წურწუმია იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს" ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებულები ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მუხრან ჩხვირკიას და გარდაცვლილ მურად წურწუმიას მიერ ბრალდებულ ზ.ფ.-ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე. ავტომანქანის შეჯახების შემდეგ კონფლიქტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში და გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბრალდებულებმა ზ. ფ.-მ და ვ.ბ.-მ, ჯგუფურად, მურად წურწუმიას მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რის გამოც ეს უკანასკნელი, 4 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო მუხრან ჩხვირკიამ ბრალდებულების მხრიდან ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, კერძოდ კი 6 იანვარს გამოიკვეთა, რომ ზ.ფ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ხსენებული საქმე შემდგომი გამოძიების წარმართვის მიზნით ქვემდებარეობით გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და ზ.ფ.-ს იმავე დღეს წარედგინა ბრალი.
საქართველოს პროკურატურაში გრძელდება გამოძიება. მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ახლად მოპოვებული მტკიცებულებების, ექსპერტიზების დასკვნების და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე", აღნიშნულის განცხადებაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა