მსოფლიოს განვლილი 2019 წელი ფოტოებში
საქართველო, თბილისი - 14:33 | 27.12.2019 ნანახია: 976ფოტოებში აღწერილი 2019 წლის მოვლენები
14 აპრილს ნეპალის აეროპორტში თვითმფრინავი ვერტმფრენს დაეჯახა. შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ხოლო ხუთი დაშავდა. ნეპალის, "ტენცინგ-ჰილარის" აეროპორტი მოსფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშიშია მოკლე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკისა და ირგვლივ მდებარე მთების გამო.
იანვრის ბოლოს კანადასა და ჩრდილოეთ აშშ-ში, ძლიერმა ყინვებმა ნიაგარის ჩანჩქერის ნაწილობრივ გაყინვა გამოიწვია. წყლის ნაკადები კი გიგანტურ ყინულის გორებად გადაიქცა.
24 თებერვალს რამი მალეკმა ოსკარი მიიღო ფრედი მერკურის როლის შესრულებისთვის ფილმში "ბოჰემური რაფსოდია". დრამა ბრიტანულ როკ-ჯგუფ Queen-ზე, გაქირავებაში 2018 წელს გამოვიდა და მაყურებლის სიყვარული უმალვე მოიპოვა. მთავარი როლები შეასრულეს რამი მალეკმა, ლუსი ბოიტონმა, გვილიმ ლიმ, ბენ ჰარდიმ, ჯოზეფ მაცელომ. Queen-ის მოქმედმა წევრებმა ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა მონაწილოება მიიღეს ფილმის შექმნაში, როგორც მუსიკალურმა პროდიუსერებმა და შემოქმედებითმა კონსულტანტებმა.
ლედი გაგასა და ბრედლი კუპერის გამოსვლა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა "ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიაზე. წყვილმა იმდენად ემოციურად შეასრულა ფილმ "ვარსკვლავი დაიბადას" საუნდტრეკი, კომპოზიცია Shallow, რომ თაყვანისმცემლები რამდენიმე თვის განმავლობაში მსჯელობდნენ არტისტების შესაძლო რომანზე.
10 მარტს, ავიაკომპანია Ethiopian Airlines-ის Boeing-737 MАX 8, რომელიც ადის-აბებადან ნაირობიში მიფრინავდა, აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 33 ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ. 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი დაიღუპა.
მარტში ტროპიკულმა ციკლონმა "იდაიმ" აფრიკის სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გადაუარა. ფქტობრივად მთლიანად დაანგრია მოზამბიკის ქალაქი ბეირუ. ზიმბაბვეში, მოზამბიკსა და მალავიში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მარტში ეკოლოგიურმა ორგანიზაცია "გრინპისმა" ჩაატარა წყალქვეშა კვლევა, რის შედეგადაც კუნძულ ვერდეს სრუტის ფსკერზე აღმოაჩინა დიდი რაოდენობით პლასტმასა. ფოტოზე: კიბორჩხალა, რომელიც პლასტმასის ჭიქაში გაიჭედა.
15 აპრილის საღამოს საფრანGეთის დედაქალაქში დაიწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი. ნოტრ-დამი მთელი ღამის განმავლობაში იწვოდა. ჩამოინგრა შპილი და სახურავის ნაწილი. ტაძრის მზიდი კონსტრუქცია გადარჩა. ასევე გადარჩა ტაძარში დაცული რელიქვიები. ტაძრის რესტავრაცია ხუთ წელიწადში დასრულდება.
21 აპრილს აფეთქებების სერია მოხდა შრი-ლანკაში. თავდასხმის სამიზნეები გახდა ძვირადღირებული სასტუმროები დედაქალაქ კოლომბოსა და მის შემოგარენში, ასევე ეკლესიები კოლომბოში, ნეგომბოსა და ბატიკალოაში. დაიღუპა 250 ადამიანი. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა აიღო "ისლამურმა სახელმწიფომ".
4 მაისს ბანგკოკში გაიმართა ახალი მმართველის ვაჩირალონგკორნის (რამა Х) კორონაცია, მან ტახტი 2016 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ დაიკავა. მან სამეფო ტიტული 64 წლის ასაკში მიიღო. კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე რამა საყვარელ ქალზე, თAვის დაცვის უფროსზე, სუთჰიდაზე დაქორწინდა და მას დედოფლის ტიტული უბოძა.
8 მაისს სასექსის ჰერცოგინიამ საზოგადოებას თავისი შვილი პირველად აჩვენა. დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ მეორის შვილიშვილი პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი ბავშვით ხელში უინძორის სასახლეში, ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ. ბიჭი 6 მაისს დაიბადა.
22 მაისს მთამსვლელმა ნირმალ პურიამ გამოქვეყნა ფოტო, რომლზეც აღბეჭდლია ევერესტის მწვერვალისკენ მიმავალი 200-ზე მეტი ადამიანი.
9 ივნისს კუნძულ სუმატრაზე ვულკანი სინაბუნგი ამოიფრქვა. ფერფლის სვეტი 7 ათასი მეტრის სიმაღლეზე აღიმართა. არავინ დაშავებულა.
აგვისტოს დასაწყისში ცეცხლში გაეხვა ამაზონის ტყეები. ხანძარი გავრცელდა ბრაზილიაში, ვენესუელაში, ბოლივიაში, კოლუმბიასა და პერუში.
სექტემბრის დასაწყისში ქარიშხალი "დორიანი" თავს დაატყდა ბაჰამის კუნძულებს. სტიქიურ უბედურებას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ოქტომბრის ბოლოს კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილი ტყის ხანძრებმა მოიცვა, რის გამოც თავიანთი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწია 200 00 ადამიანს.
ნოემბერში გადაუღებელი წვიმების გამო დაიტბორა ვენეცია, წყალდიდობას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა