მოსკოვი იმედგაცრუებულია ევროკავშირის მიერ ანტირუსული სანქციების გახანგრძლივების გამო - მარია ზახაროვა

საქართველო, თბილისი - 17:35 | 26.12.2019
ნანახია: 983

მოსკოვი იმედგაცრუებულია ევროკავშირის მიერ ანტირუსული სანქციების გახანგრძლივების გამო, ბრიუსელმა რუსეთთნ ურთიერთობების გაუმჯობესების შეასძლებლობა ხელიდან გაუშვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

 „ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ ევროკავშირის პოლიტიკით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების ნაწილში. ევროკავშირმა, სამწუხაროდ, კვლავ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა გაეუმჯობესებინა ურთიერთობა კონტინენტზე თავის უდიდეს მეზობელთან“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

 ევროკავშირმა 19 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური  სანქციები 2020 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა. შეზღუდვები ეხება ფინანსურ, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებს, ასევე ორმაგი დანიშნულების პროდუქციის სფეროებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე