ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:12 | 26.12.2019
ნანახია: 1049

26 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8694 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.8746 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.52 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1810 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1888 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.78 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4830 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.7210 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 27 დეკემბერიდან შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე