რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დაკავებას უარყოფს

საქართველო, თბილისი - 16:04 | 26.12.2019
ნანახია: 929

რუსი ოპოზიციონერი, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი ალექსეი ნავალნი მისი დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხაებს, რომ ის ოფისიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, თუმცა მაშინვე გაათავისუფლეს. იუწყება „ინტერფაქსი“.

 ნავალნიმ აღნიშნა, რომ  ჩხრეკის შემდეგ ოფისში არავინ დაუკავებიათ, თავად ის კი დაწესებულებიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ნავალნის თქმით, კორიდორები, სადაც ფონდისა და Navalnylive-ის ოფისები მდებარეობს, ბლოკირებულია, ამოღებულია ნივთები.

მანამდე ფონდის პრეს-მდივანმა კირა იარმიშმა განაცხადა, რომ ნავალნი დააკავეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე