ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა 2019 წლის შედეგები შეაჯამა
საქართველო, თბილისი - 15:47 | 26.12.2019 ნანახია: 777"უნივერსიტეტის ცხოვრებაში დიდი როლი ენიჭება სტუდენტურ თვითმმართველობას. თვითმმართველობა ერთადერთი ლეგიტიმური ორგანოა, რომელსაც შეუძლია უნივერსიტეტის სტუდენტების სახელით ისაუბროს. მთავარია, როგორი სისტემით იფუნქციონირებს ის.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენლობა ჰყავს. სტუდენტები იცავენ თავიანთი თანატოლების უფლებებს და ინტერესებს. უნივერსიტეტს ყველაზე დიდი წარმომადგენლობა - 596 დელეგატი, პირდაპირი არჩევის წესით ჰყავს არჩეული.
ჩვენ ფაკულტეტების საბჭოში ერთ მესამედს შევადგენთ. ასევე გვაქვს წარმომადგენლობა უნივერსიტეტის სენატში - ერთი მესამედი - 33 სტუდენტი ვართ ყველა ფაკულტეტიდან. მოკლედ, სტუდენტები უნივერსიტეტის ცხოვრებაში აქტიურად ვართ ჩართულნი, როგორც საფაკულტეტო, ასევე საუნივერსიტეტო დონეზე", - აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი რატი გურგენიძე და 2019 წლის შედეგებს აჯამებს.
როგორც რატი გურგენიძემ ინტერვიუს დროს აღნიშნა, მხოლოდ დეკემბრის თვეში, ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობამ რვა ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც 3 000-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.
- მიმდინარე წელი ჩვენთვის ძალიან დატვირთული და საინტერესო იყო. ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში მოეწყო "აქცია პერფომანსი", "ზებრა" გადასასვლელებზე გავმართეთ აქცია "დაუთმე და მადლობა".
მნიშვნელოვანია, ჩვენ მიერ ჩატარებული საქველმოქმედო აქცია "სიკეთე გადამდებია", რომლის ფარგლებშიც შეგროვდა კვების პროდუქტები, სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, თბილი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები, რომელიც ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს ჩავუტანეთ, გავახარეთ ისინი და დღე გავუხალისეთ. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, მას პერმანენტული ხასიათი აქვს.
გარდა ამისა, 6 იანვარს, ბავშვები უნივერსიტეტის თეატრ "მოდინახეში" სპექტაკლს დაესწრებიან და მათ თოვლის პაპა საჩუქრებს გადასცემს. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს ძეგვის თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებთან, ხშირად ჩამოგვყავს თბილისში და ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებს, მუზეუმებს ვათვალიერებინებთ.
თვითმმართველობის ინიციატივით, მიმდინარე წელს 150 ღონისძიება ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა. 5 000 სტუდენტი "სტუდენტურ დღეებში" იყო ჩართული. წლევანდელი "სტუდენტური დღეები" ყველაზე მასტაბური იყო - ჰყავდა 30-ზე მეტი სპონსორი, რომელთაც სხვადასხვა ნომინაციებისთვის ფულადი პრიზები და სხვადასხვა წამახალისებელი ჯილდოები დააწესეს, ხოლო წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიები დაუნიშნეს.
- უნივერსიტეტში 22 ათასზე მეტი სტუდენტია, როგორ ხდება ამა თუ იმ ღონისძიებაში მათი ჩართვა, რა მექანიზმით ხდება შერჩევა?
- პირველკურსელებს, პირველ სემესტრშივე თვითმმართველობის ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ვაწვდით, ვაცნობთ ჩატარებული ღონისძიებების შედეგებს და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრებით. ამის შემდეგ, შიდასაფაკულტეტო ღონისძიებები ტარდება და გამარჯვებულებისგან ფაკულტეტის გუნდი კომპლექტდება. ყველა ფაკულტეტს თავისი გუნდი ჰყავს. სწორედ ეს გუნდები მონაწილეობენ საუნივერსიტეტო ღონისძიებებში. თითოეულ ფაკულტეტი ერთი გუნდითაა წარმოდგენილი.
- ეს მხოლოდ სპორტულ ღონისძიებებს მოიცავს?
- ეს მოიცავს ყველა სფეროს. კულტურის მიმართულებით არაერთი სიახლე დავამატეთ. სტუდენტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს პროექტები: "გამოიცანი მელოდია", "საუკეთესო ორატორი", კონკურსი "ხალხური სიმღერები", "თანამედროვე ცეკვა", "ქართული ცეკვა". ვაწყობთ გამოფენებს: "საუკეთესო ნახატი", "საუკეთესო ფოტო", "ორიგინალური ნომრები", "უწყვეტი კადრი" და ა.შ. უნივერსიტეტის თვითმმართველობა ხელს უწყობს იმ სტუდენტებს, რომლებსაც ამა თუ იმ ენის შესწავლა სურთ. ბევრი სტუდენტია "ენის სწავლების პლატფორმაში" ჩართული. თვითმმართველობა აქტიურად მონაწილეობს დასაქმების პროგრამებში და ჩვენი ხელშეწყობით, სტუდენტები სხვადასხვა საწარმოში გადიან პრაქტიკასა და სტაჟირებას.
- საყოველთაოდ ცნობილია "გეპეის ჯაზი". საინტერესოა, როგორ გააბით ძველსა და ახალ თაობას შორის ძაფი?
- ჩვენი უნივერსიტეტის ჯაზბენდს დიდი ისტორია აქვს. ამის დასტურია თბილისის ფილარმონიასთან გახსნილი "გეპეის ჯაზის" ვარსკვლავი. ბევრისთვის ცნობილია მუსიკალური პლატფორმა "სტუსტარი", რომელიც ყოველწლიურად ტარდება. ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალ სტუდენტს განვითარების შესაძლებლობა მიეცა და მუსიკალური მიმართულებით წარმატებასაც მიაღწია. მათ შექმნეს თავიანთი ბენდები და დღეს, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ.
გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ ისეთ სატელევიზიო პროექტებში, როგორიცაა "საქართველოს ვარსკვლავი" და "მხოლოდ ქართული". ახლახან შემაჯამებელი კონცერტი გავმართეთ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა იმ გამარჯვებულმა სტუდენტმა, ვინც 7 წლის განმავლობაში ჩართული იყო პროექტში, ჩატარდა გალა კონცერტი და "სტუსტარის" ვარსკვლავი გაიხსნა.
- როგორ ფიქრობთ, უნივერსიტეტისთვის თვითმმართველობა საჭიროა? ერთი პერიოდი გაუქმებაზე იყო საუბარი.
- განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის პერიოდში, დღის წესრიგში თვითმმართველობის რეფორმის საკითხი დადგა, თუ როგორ უნდა გაგრძელებულიყო თვითმმართველობის საქმიანობა და რა მიმართულებით უნდა განვითარებულიყო. სამინისტროში შექმნილი იყო თვითმმართველობის განვითარების კომისია, რომლის ერთ-ერთი წევრი ჩვენც ვიყავით.
მრავალი სიახლე დაინერგა - საქართველოში არსებული ყველა უნივერსიტეტის თვითმმართველობა გაერთიანებულია და ერთობლივი გეგმა აქვს შემუშავებული, რომლითაც დღემდე ვმუშაობთ. არის უნივერსიტეტები, სადაც არ არსებობს თვითმმართველობა და მისი ფუნქცია ადმინისტრაციას აქვს აღებული.
თუმცა, ჩემი აზრით, სტუდენტთა თვითმმართველობა უკეთ ფუნქციონირებს იმ თვალსაზრისით, რომ სტუდენტები, ხშირ შემთხევვაში, თვითონ არიან საინტერესო იდეებისა და პროექტების ავტორები და ორგანიზატორები.
ისინი თავად ქმნიან ამა თუ იმ პროექტს და თავადვე ატარებენ ღონისძიებებს. როდესაც სტუდენტი ხდები, ცხოვრების ახალ საფეხურზე ადიხარ და ახალი გამოწვევების წინაშე დგები. სტუდენტური გარემო აბსოლუტურად განსხვავებულია. სტუდენტმა, პირველ რიგში, განათლება უნდა მიიღოს, მაგრამ გარდა ამისა, ახალგაზრდამ სამოქალაქო ცნობიერებაც უნდა აიმაღლოს, რაშიც ისევ და ისევ, უნივერსიტეტმა უნდა შეუწყოს ხელი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა