ბათუმში მდებარე „რვაფეხა“ იჯარის წესით გაიცა - გამარჯვებული სასტუმრო „ჰილტონის“ მფლობელია
საქართველო, თბილისი - 14:57 | 26.12.2019 ნანახია: 960"რვაფეხას" ახალი მფლობელი გამოუჩნდა და სულ მალე იქ განთავსებული კაფე ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ბათუმის ბულვარმა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ზღვისპირა პარკში მდებარე 2053 კვ.მ და მასზე განთავსებული 202 კვ.მ შენობა-ნაგებობა (კაფე-ბარი N7, რვაფეხა) იჯარის წესით გასცა და ის კომპანია "ტურ ინვესტის" დროებით მფლობელობაში გადავა, რომელსაც თავის მხრივ "რვაფეხას" მომიჯნავედ სასტუმროს ფლობს და რომელსაც ბრენდი "ჰილტონი" მარტავს.
აუქციონზე იჯარის წლიური საწყისი თანხა 150 000 ლარს შეადგენდა, ხოლო აუქციონის დასრულების შემდეგ წლიური საიჯარო თანხა 154 500 ლარით განისაზღვრა.
აუქციონის პირობების მიხედვით, "ტურ ინვესტი" ვალდებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მეიჯარესთან (აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო) ობიექტზე განსათავსებელი სკამებისა და მაგიდების ვიზუალური ესკიზი, ასევე ობიექტზე ავეჯის (სკამი, მაგიდა, ქოლგა, გამწვანება) განთავსების გეგმა შეათანხმოს. მეიჯარეს უფლება არ ააქვს მოიჯარის თანხმობის გარეშე შეცვალოს ვიზუალი ან/და ავეჯის განთავსების შეთანხმებული გეგმა.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ასევე, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში აამოქმედოს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი (კაფე), რომელშიც უფელბამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი სახეობის პროდუქციით კლიენტთა მომსახურეობა: საკონდიტრო ნაწარმი, ნაყინი, ყავა, გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყლები, ალკოჰოლური სასმელები, პურ-ფუნთუშეული, ხილის წვენები, შოკოლადი, ხილი. ნებისმიერი სხვა პროდუქციით კლიეტთა მომსახურეობა ითვლება იჯარის ხელშეკრულების არსებით დარღვევად და გამოვლენისთანავე წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დაუყონებლივ ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.
მოიჯარე ვალდებულია გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყონებლივ მოახდინოს მისი აღდგენა, უზრუნველყოს შენობა ნაგებობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.
იჯარის საგანი უნდა ფუნქციონირებდეს წელიწადში არანაკლებ 6 თვე, ამასთანავე უწყვეტად უნდა ფუნქციონირებდეს 1-ელი ივნისიდან 30 სეტემბრამდე.
აუქციონის პირობების მიხედვითვე "ტურ ინვესტი" ვალდებული იქნება საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს ყველა საჭირო მრიცხველი. აუქციონში გამარჯვებულს არ აქვს უფლება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები, სსიპ ბათუმის ბულვარის წინასწარი თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს;
მოიჯარე ვალდებულია იჯარის გასვლის ვადის შემდგომ გადაცემული უძრავი ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში.
მეიჯარე იტოვებს უფლებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (მესაკუთრე) მოთხოვნის შემთხვევაში მოსთხოვოს მოიჯარეს იჯარით გადაცემული ქონების გამონთავისუფლება 3 თვის განმავლობაში და მიმართოს მოიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა