საუდის არაბეთში ადრეული ქორწინება აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 26.12.2019
ნანახია: 956

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ადრეულ ქორწინებაზე აკრძალვა შემოიღო. იუწყება Saudi Gazette ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით.

აღნიშნულია, რომ ახალი კანონმდებლობით ქორწინების მინიმალურ ასაკად 18 წელი განისაზღვრა.

დოკუმენტში, მითითებულია, რომ 18 წელს მიუღწეველი პირის დაქორწინების სურვილის შემთხვეევში, ქორწინებისთვის სასამრთლოსგან სპეციალური ნებართვა იქნება საჭირო.  

ამასთან, მოსამართლემ უნდა განიხილოს თითოეული თხოვნა, რათა გაარკვიოს, როგორ აისახება ადრეული ქორწინება მოზარდის ცხოვრებაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე