ბურკინა ფასოში ტერორისტების თავდასხმას 35 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 25.12.2019
ნანახია: 656

სულ მცირე 35 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ბურკინა ფასოში, ტერორისტების თავდასხმის შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის უმეტესობა ქალია.

სამხედროებმა 80 მებრძოლის განეიტრალება შეძლეს, ასვევ ხელში ჩაიგდეს საბრძოლო აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალებები.

თავდასხმას ასევე ემსხვერპლა ოთხი სამხედრო და სამი ჟანდარმი. დაიჭრა სპეცდანიშნულების რაზმის 20-მდე  წარმომადგენელი.

ინციდენტი ქვეყნის ჩდილოეთით, სუმის პროვინციაში მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე