აშშ-ში კაცმა ბანკი გაძარცვა და ფული გამვლელებს დაურიგა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 25.12.2019
ნანახია: 665

შეერთებულ შტატებში კაცმა, 65 წლის დევიდ ვეინ ოლივერმა, შობამდე ორი დღით ადრე, ბანკი გაძარცვა და ნაძარცვი ფული გამვლელებს დაურიგა. იტყობინება BBC.

თვითმხილველების ცნობით, მძარცველი გამვლელებს ფულის შეკვრას გადასცემდა და შობას ულოცავდა.

მას შემდეგ, რაც დაარიგა მთელი ფული, მძარცველი Starbucks-ში დაჯდა და პოლიციას დაელოდა.

გამვლელებმა ფული მოაგროვეს და ბანკში დააბრუნეს.

შემთხვევა კოლორადოს შტატში მოხდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე