აჭარაში, ტურისტულ საინფომაციო ცენტრებში რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქციისა და სუვენირების რეალიზაცია იგეგმება

საქართველო, თბილისი - 11:03 | 29.12.2015
ნანახია: 1413

2016 წლიდან, აჭარაში განთავსებულ ტურისტულ საინფომაციო ცენტრებში რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქციის, ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების რეალიზაცია იგეგმება. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, მაქსიმალურად მოხდება საინფორმაციო ცენტრების დატვირთვა ისეთი მასალებით, რომელიც აჭარისთვის სახასიათო და უნიკალურია. იგეგმება მათი ბრენდირება და შეფუთვა .

საინფორმაციო ცენტრებში შესაძლებელი იქნება მაგალითად „მაჭახელას თოფის“ მაკეტების   და რეწვის ნიმუშების შეძენა. ასევე ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ აჭარისთვის დამახასიათებელი ტკბილეულის და პოდუქტების შეძენა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე