სალომე ზურაბიშვილი შობას ულოცავს ყველას, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს

საქართველო, თბილისი - 10:49 | 25.12.2019
ნანახია: 604

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შობას ულოცავს ყველას, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

"შობის დღესასწაულს ვულოცავ ყველა ქრისტიანს, ვინც მას დღეს - 25 დეკემბერს ზეიმობს! განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს მოქალაქეებს - ჩვენი საზოგადოების განუყოფელ წევრებს! ყველას ვუსურვებ მშვიდობას ქვეყანაში, სიმშვიდესა და ბედნიერებას!", - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში, რომელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ქრისტიანული სამყარო, მათ შორის კათოლიკური მრევლი და მართლმადიდებლური მრევლის უდიდესი ნაწილი ქრისტეშობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. საქართველოს ეკლესია, რუსეთის, უკრაინის, სერბეთისა და პოლონეთის ეკლესიებთან ერთად ქრისტეშობას 7 იანვარს ზეიმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე