მექსიკაში, საშობაო წვეულებაზე, ქალაქის მერი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:05 | 24.12.2019
ნანახია: 691

მექსიკის ქალაქ ხალაპ-დე-დიასში შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის მერი არტურო გარსია ველასკესი საშობაო წვეულებაზე ჩაცხრილეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლულია 6 ადამიანი.  საღამოს ორგანიზატორი იყო ოჯახის კომპლექსური განვითარების სისტემა (DIF).

გამოძიების ცნობით, თავდამსხმელები წვეულებაზე ქალაქის მერის მოსაკლავად შეიჭრნენ. მოკლულია მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეც.

ველასკესი საღამოზე თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე