მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან - სახელმწიფო დეპარტამენტი

საქართველო, თბილისი - 10:50 | 24.12.2019
ნანახია: 697

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმიანება საქართველოში სასამართლო სისტემის რეფორმის მიმდინარეობას და ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის პოლიტიკური მიკერძოებისგან თავისუფლება.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს.

ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააძლიეროს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან.

შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობასა და ანგარიშვალდებულ ინსტიტუტებს", - აღნიშნულია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე