პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მოსამართლეებს შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა - კალაძე

საქართველო, თბილისი - 14:15 | 13.12.2019
ნანახია: 927

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებას და აცხადებს, რომ მათგან რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა.

"ჩვენთვის მთავარი არის, რომ საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად რაც შეეხება მოსამართლეებს, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უკვე მიღებული იქნა, ბევრი არ იქნა დამტკიცებული, თუმცა მათგან ვინც დამტკიცდა, არის რამდენიმე ოდიოზური ფიგურა, ეს ჩემი მოსაზრებაა.

ჩვენთვის მთავარი არის გავაჯანსაღოთ სისტემა. მთავარი იყო ის რომ, იყო ერთი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება", - თქვა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე