ბორის ჯონსონი პირობას დებს, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს

საქართველო, თბილისი - 12:08 | 13.12.2019
ნანახია: 705

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის დაფინანსებას გაზრდის და უზურუნველყოფს Brexit-ს, ყოველგვარი „მაგრამ-ისა“ და „თუ-ს“ გარეშე.

12 დეკემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგად კონსერვატიული პარტია, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა და ახლა უკვე ხელისუფლებას ხელს ვერავინ შეუშლის Brexit-ის განხორციელებაში.

„ჩვენ ეს შევძელით. ამას მივაღწიეთ. დადგა ახალი დღის განთიადი. არასდროს მივიღებ თქვენს მხარდაჭერას, როგორც სავალდებულოს. ამ მხარდაჭერას ვიღებ როგორც ნდობის კრედიტს“, - აღნიშნა ჯონსონმა სიტყვით გამოსვლაში.  

 „ამ მანდატით, ჩვენ საბოლოო ჯამში შვძლებთ Brexit-ის განხორციელებას. ჩვენ ევროკავშირს 31 იანვარს დავტოვებთ. არავითარი „თუ“, არავითარი „მაგრამ“- განაცხადა ჯონსონმა.

 „მოდით აღვასრულოთ Brexit-ი, მაგრამ ჯერ მოდით, მეგობრებო, ვისაუზმოთ“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე