მარია ზახაროვას აზრით, ნატოს „ჯანმრთელობის“ პრობლემა აქვს

საქართველო, თბილისი - 16:34 | 12.12.2019
ნანახია: 723

ნატოს წევრი ქვეყნებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ კვალვ რუსეთის დასახელება ლონდონში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე, შეკითხვებს ბადებს ამ ორგანიზაციის „ჯანმრთელობის“ შესახებ. ეს განცახდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე გააკეთა.

ზახაროვას თქმით, ალიანსმა წინა პლანზე კვლავ წამოსწია რაღაც გამოგონილი რუსული საფრთხე. მან ასევე აღნიშნა, რომ საფრთხეთა სიაში, რომელიც ნატოს უსაფრთხოებას ემუქრება რუსეთი წინ უსწრებს საერთაშორისო ტერორიზმს, უკანონო მიგრაციასა და კიბერგამოწვევებს.

 „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ სულ უფრო მეტი შეკითხვა ჩნდება  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „ჯანმრთელობის“ შესახებ, - განაცხადა ზახაროვამ.

ნატოს სამიტი ლონდონში 3-4 დეკემბერს გაიმართა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე