საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა
საქართველო, თბილისი - 16:04 | 12.12.2019 ნანახია: 913საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს სეზონის (UK Season) პროგრამის ფარგლებში, ინგლისურ ენაზე შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური გამოცემა დაიბეჭდა. პროექტის ავტორი გამომცემლობა "რუსთაველი 850"-ია.
"ვეფხისყტაოსნის" ახალი გამოცემის უნიკალურობა მარჯორი უორდროპის მიერ თარგმნილ ტექსთან ერთად, არის ე.წ. წერეთლისეული ილუსტრაციები, რომელთა საქართველოში დაბრუნებაც უორდროპების ოჯახის დიდი დამსახურებაა.
პირველად "ვეფხისტყაოსნის" სრული ინგლისური თარგმანი, რომელიც მარჯორი უორდოპმა შეასრულა, 1912 წელს, ლონდონში, ოლივერ უორდროპის მიერ გამოიცა (მარჯორი უორდროპი იყო საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის, ოლივერ უორდროპის და).
წერეთლისეულ ხელნაწერს და მასში დაცულ უცნობი მხატვრების მიერ შესრულებულ უნიკალურ ილუსტრაციებს საინტერესო ისტორია აქვს.
მრავალი თავგადასავალის შემდეგ უნიკალური ხელნაწერი საბოლოოდ წერეთლების საკუთრება გახდა, მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ის ყდაში ჩასვა, თბილისში ჩამოიტანა, მაგრამ გზაზე ეტლში დარჩა. ამის შემდეგ ხელნაწერი ექვთიმე თაყაიშვილს ჩაუვარდა ხელში. ექვთიმემ კი ის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა.
მოგვიანებით, წერეთლების დაჟინებული მოთხოვნით, რამოდენიმე დღით ხელნაწერი კვლავ წერეთლებს გადაეცათ. თუმცა, ექვთიმეს მცდელობით ხელნაწერი უკან დაბრუნდა. სამწუხაროდ, ხელნაწერიდან 10 ილუსტრაცია ამოჭრილი იყო.
1911 წლის ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილმა ოქსფორდიდან მიიღო ოლივერ უორდროპის წერილი, რომელიც იტყობინებოდა, რომ დაკარგულ ილუსტრაციებს ვაჭრები ლონდონში ყიდნენ.
უორდროპმა გადაიღო სურათების ფოტოპირები და ექვთიმე თაყაიშვილს გამოუგზავნა თბილისში. სწორედ უორდროპების წყალობით გახდა ცნობილი სად ინახებოდა დაკარგული ილუსტრაციები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა სამშობლოში დააბრუნა.
"განსაკუთრებით ამაყები ვართ, რომ საქართველოს ბანკს ჩვენი წვლილი შეგვაქვს ეროვნული საგანძურის - "ვეფხისტყაოსნის" ინგლისურ ენაზე ხელახლა გამოცემაში, რომელიც დამშვენებულია წერეთლისეული ხელნაწერი "ვეფხისტყაოსნის" 36 ილუსტრაციით, მათ შორისაა ის 9 ილუსტრაციაც, რომლის მოძიებაში და საქართველოში დაბრუნებაში გარკვეული წვლილი მიუძღვის ოლივერ უორდროპს.
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ წიგნის პრეზენტაცია ასევე ისტორიულ, "საკრედიტო საზოგადოების" შენობაში გაიმართა, რომელიც პირველი საბანკო ნაგებობაა თბილისში და რომელიც ბანკმა ისტორიული სახით შეინარჩუნა.
"ვეფხისტყაოსანთან" დაკავშირებით საქართველოს ბანკი პარტნიორთან ერთად კიდევ არაერთ სიახლეს გეგმავს. კერძოდ, შეიქმენა სპეციალური პლატფორმა shotarustaveli.ge სადაც განთავსდება "ვეფხისტყაოსნის" ყველა გამოცემის ელექტრონული კატალოგი, გამოიცემა შოთა რუსთაველის აფორიზმების კრებული, რომლის მიზანია "ვეფხისტყაოსნის" პოპულარიზაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ამ ყველაფრის ნაწილი ვართ",- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
,
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა