პარლამენტიდან კლინიკაში 57 წლის ქალი გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 15:16 | 12.12.2019
ნანახია: 728

პარლამენტიდან ინგოროყვას კლინიკაში 57 წლის ქალი გადაიყვანეს. დაზარალებულს, რომელიც პარლამენტის აპარატის თანამშრომელია, ალერგიული რეაქცია და და ინტოქსიკაცია აღენიშნება.

არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და სათანადო გამოკვლევები უტარდება. მას ბინაზე, სავარაუდოდ, დღესვე გაწერენ. კლინიკაში ვერ აკონკრეტებენ, რა ნივთიერება შეიძლება, იყოს ინტოქსიკაციის გამომწვევი.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება შეიტანეს, რასაც სპეციფიკური სუნის გავრცელება მოჰყვა. გაურკვეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ შეუძლოდ გახდა ოთხი ადამიანი, ორი დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა. საავადმყოფოში გადაიყვანეს პარლამენტის თანამშრომელი ციური როსტიაშვილი. ექიმების დახმარება ასევ დასჭირდა პარლამენტის ფოტოგრაფს, ირაკლი მიქაძეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე