დღეს თქვენ დაამთავრებთ პირველ ოქტომბერს და გააგრძელებთ უშინაარსო ხელისუფლებაში ყოფნას - ლევან გოგიჩაიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:46 | 12.12.2019
ნანახია: 624

ამ გადაწყვეტილებით შინაარსობრივი თვალსაზრისით პირველი ოქტომბერი მთავრდება, იმიტომ, რომ ეს არ არის პირველი ოქტომბრის მონაპოვარი, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით დაგეგმილ კენჭისყრაზე განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა, რომელიც არ განხორციელდა.

„ჩინჩალაძე სასამართლო კლანის ლიდერი, ეს არ ყოფილა საერთო სახალხო დაკვეთა. საერთო სახალხო დაკვეთა იყო სამართლიანობის აღდგენა, კონკრეტული ადამიანების, დამნაშავეების დასჯა. შვიდი წლის თავზე კვერცხების სროლა და წყლის შესხმა კი არ იყო დაკვეთა, კონკრეტული ადამიანების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იყო, რომელიც არ განხორციელდა ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე. მეტსაც გეტყვით, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ფული მოიპარეს ამ ქვეყანაში, იმ ადამიანებმა, ვინც ჩვენი საზოგადოება დევნეს, ქონება წაართვეს, დღემდე იმ ფულით, ამ ქვეყანაში შოულობენ ფულს, ხსნიან ტელევიზიებს, ძღებიან და იზრდებიან“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, წარდგენილ მოსამართლეთა მხარდაჭერით, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაცია.

„დღეს ჩვენ მიქაუტაძის დაბრუნებით უზენაეს სასამართლოში, დავაბრუნეთ სააკაშვილი და ეს პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე აქვს „ქართულ ოცნებას“. დღეს თქვენ დაამთავრებთ ამ ქვეყანაში პირველ ოქტომბერს და გააგრძელებთ უშინაარსო ხელისუფლებაში ყოფნას, რომლიც იქნება დაცლილი ყოველგვარი მორალური და ზნეობრივი კრიტერიუმებისაგან. შიძლება ამ პროცესის შემოტრიალება, ვიდრე არ დააჭერთ თქვენ ამ ღილაკებს ხელს“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე