თქვით, რომ აღარ გინდათ, კენჭი გიყაროთ პარლამენტმა - ბესელია მოსამართლეობის კანდიდატებს

საქართველო, თბილისი - 11:38 | 12.12.2019
ნანახია: 650

მივმართავ იმ 19-ვე კანდიდატს სასწრაფოდ თქვით, რომ თქვენ აღარ გინდათ, რომ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა, ნუ აყენებთ ქვეყანა ამ მძიმე არჩევანის და მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელია პარლამენტში განაცხადა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზში, შესვენების დროს მანდატურებმა იძალადეს ჟურნალისტებზე.

„რაც იურიდიულ კომიტეტში ხდება არის საშინელება. ამ ფონზე ჟურნალისტებს რომ გადაუვლი, ფიზიკურად რომ იძალადებ, ამ ძალადობით თუ უნდა მოხდეს ამ ხალხისთვის კენჭისყრა და ნდობის გამოცხადება, ვის რათ უნდა ასეთ სამართალი, ასეთი ნდობის მანდატი. მივმართავ იმ 19-ვე კანდიდატს, სასწრაფოდ თქვით, რომ თქვენ აღარ გინდათ, რომ კენჭი გიყაროთ პარლამენტმა, ნუ აყენებთ ქვეყანას ამ მძიმე არჩევანის და მძიმე პოლიტიკური კრიზისის წინაშე”, - განაცხადა ბესელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე