მე ვიცავ ქართულ სახელმწიფოს - თამარ ჩარკვიანი

საქართველო, თბილისი - 11:01 | 12.12.2019
ნანახია: 970

 მე ვიცავ ქართულ სახელმწიფოს, - ამის ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტთან მყოფ სოსო რობაქიძესთან მივიდა და თქვა, რომ წლების წინ სოსო რობაქიძის გვერდით იდგა და დღეს პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის გამო დგას.

„მე ვარ „პარტია და კანონის“ წარმომადგენელი, კანონისა და სამართლის ფარგლებში ვითხოვ კანონის უზენაესობას. მე ვიცავ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ გვახსოვს ერთმანეთი იმ ბრძოლიდან, 7 ნომებრიდან. აქ ვნახეთ, რომ ადამიანი ზის, რომლის შვილიც უდანაშაულოდ ჩაცხრილეს. მე ხომ ვალდებული ვარ, დავიცვა მალხაზ მაჩალიკაშვილის უფლებები და კვლავ გამოვიდე ქუჩაში. ზუსტად ამიტომ გვინდა ჩვენ პროპორციული არჩევნები. შვილი ჩაუცხრილეს კაცს უდანაშაულო. ჩვენ ვიბრძვით, რადგან ერთი რომელიმე მონოპოლიზებული პარტია არ მოვიდეს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე