გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც მოსამართლეების კენჭისყრა უნდა გაიმართოს, ბოიკოტს უცხადებს

საქართველო, თბილისი - 10:54 | 12.12.2019
ნანახია: 649

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, სადაც მოსამართლეების კენჭისყრა უნდა გაიმართოს, ბოიკოტს უცხადებს. როგორც ფოფხაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, ის მოსამართლეთა წარდგენილ სიას უნდობლობას უცხადებს.

"არც ერთი კანდიდატისთვის ხმის მიცემას არ ვაპირებ. სხდომას ჩვენი ფრაქცია უცხადებს ბოიკოტს. მიგვაჩნია, რომ თვითონ პროცესი იყო ხარვეზიანი და მას ვუცხადებთ უნდობლობას. ამ მოცემულობაში შეიძლება რამდენიმე კანდიდატი, რომლის მიმართაც არსებითი პრეტენზიები არ გქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ პროცესის რეალური ბუნება სწორი იყოს. ყველას მორალური არჩევანია აქვს გასაკეთებელი. აქ ვარ იმისთვის, რომ პროცესს თვალყური ვადევნო, მიუხედავად იმისა, რომ მათ უნდობლობას ვუცხადებ. პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში იმდენად დამძიმებულია, რომ მე არ მგონია, რომ კენჭისყრა რამეს არსებითად შეცვლის. სააკაშვილის რეჟიმს მოსამართლეების რეანიმაციის პროცესი მიდის, და "ოცნებას" სურვილი რომ ჰქონოდა, ამ პროცესზე უარს იტყოდა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამეენტში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კანდიდატებს კენჭს უყრიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე