დღეს, ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

საქართველო, თბილისი - 10:52 | 12.12.2019
ნანახია: 597

დღეს, 12 დეკემებერს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.

პრემიერ ბორის ჯონსონის ამ ინიციატივას მხარი თემთა პალატის 438-მა დეპუტატმა დაუჭირა.  

ვადამდელი არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პრემიერის ყველა მცდელობა 31 ოქტომბრისთვის ევროკავშირის დატოვების შესახებ წარუმატებლად დასრულდა.

პრემიერი იმედოვნებს, რომ პარლამენტის ახალი შემადგენლობა  Brexit-ის შეთანხმებას მხარს დაუჭერს.

მოსალოდნელია, რომ თემთა პალატაში მანდატებისთვის ძირითადი ბრძოლა კონსერვატორებსა და ლეობორისტებს შორის გაიმართება. Sky News-ის პროგნოზით, კონსერვატორებს 650-ადგილიან პარლამენტში 229 ადაგილის მოპოვების იმედი აქვთ, ლეობორისტებს კი - 231-ის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე