ეს უნდა იყოს ბოლო წელი, ნაცები საერთოდ უნდა გაქრნენ პოლიტიკიდან - სოსო რობაქიძე

საქართველო, თბილისი - 10:28 | 12.12.2019
ნანახია: 953

მივმართავ ოცნებას, ეს უნდა იყოს ბოლო წელი, ნაცები საერთოდ უნდა გაქრნენ პოლიტიკიდან. არ აქვთ უფლება აქეთ შემოგვიტიონ, - განაცხადა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ პარლამენტთან, სადაც ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს.

სოსო რობაქიძემ პარლამენტთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.

"მე რომ ადამიანი შემხედავს, მეტყვის, აქ რა გინდაო, არ არის ტუტუცი?! ვაშაძეს რა უნდა, ან ბოკერიას რა უნდა აქ?! მე არავის მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ ერთი ამის პასუხი მითხარით, 720 კაცი მოკლა ამ მთავრობამ ციხეში და გააუპატიურა?! თუ, უარესი აქვთ გაკეთებული, გადავალ ნებისმიერის მხარეს. ოცნების ბრალია, რომ ჩემნაირი ხალხი აიჭრა, მივმართავ ოცნებას, ეს უნდა იყოს ბოლო წელი, ნაცები საერთოდ უნდა გაქრნენ პოლიტიკიდან. არ აქვთ უფლება აქეთ შემოგვიტიონ. ისედაც 15 წელია ნერვები მაქვს მოშლილი," - განაცხადა სოსო რობაქიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე