გიორგი კვირიკაშვილი: წლის ბოლოს, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 5 მილიონ 800 მიაღწევს

საქართველო, თბილისი - 17:13 | 28.12.2015
ნანახია: 1403

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება იქნება.

როგორც ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ სხდომაზე კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის აუცულებელია მომსახურების სექტორის სწრაფი განვითარება და დივერსიფიკაცია.

მისი თქმით, მას მხედველობაში ტურიზმი აქვს.

„სტრატეგია არსებობს, რომლის კონკრეტიზაცია მოხდება მთელი მიმართულებებით. ვგეგმავთ, ჩავატაროთ, დეტალიზირებული კვლევა იმ საჭიროებების, რაც ტურიზმს ქვეყანაში შემოსვლისას ხვდება. ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს, თუ როგორ გახდა ხორვატია ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ქვეყანა, მას ფრანგული კომპანიები დაეხმარნენ. ტურიზმის განვითარებაში სოფლის მოსახლეობის ჩართულობა უნდა მოხდეს. ვგეგმავთ, კრიტერიუმები შემოვიღოთ, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად მაცხოვრებლები ტურისტულ ნაკადებს გარანტირებულად მიიღებენ. ეს მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს კომლმა, რომ მან ტურისტული ნაკადი მიიღოს და ჩვენ ფინანსურ მხარეს ჩავრთავთ. ერთი ტურისტისგან საშუალო დანახარჯი უნდა გავააორმაგოთ. ვიზიტორების რიცხვში 8 პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ეს მაშნინ, როცა საქართველოს გარშემო სახარბიელო მდგომარეობა არ არის. წლის ბოლოს, საქართველოში, ვიზიტორების რაოდენობა 5 მილიონ 800 მიაღწევს, რაც ეს შთაბმეჭდავი რიცხვია“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე