ბორის ჯონსონმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მოსახლეობას რძე და წვენი დაურიგა

საქართველო, თბილისი - 15:52 | 11.12.2019
ნანახია: 623

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე უესტ-იორკშირის საგრაფოს მცხოვრებლებს რძე და წვენი დაურიგა.

ერთ-ერთმა მცხოვრებმა, 40 წლის დები მონაჰანმა ჯონსონს ჰკითხა, თუ რას აკეთებდა ის დილით ადრე  მისი სახლის კართან, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ სასმელს და საწმენდ საშუალებებს არიგებდა. „ეს სიურპრიზია! ახლა ძალიან ადრეა, მან ალბათ გრძელი გზა გაიარა, მაგრამ მე ხმის მიცემას ისედაც კონსერვატორებისთვის ვაპირებდი, ამიტომ ძალიან მიხარია“, - ციტირებს დები მონაჰანს გაზეთი Metro.

12 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში პარლამენტის არჩევნები იმართება. ჯონსონი ამ არჩევნებს ქვეყნის ისტორიისთვის საბედისწეროდ მიიჩნევს. მან ევროკავშირის დატოვების ბოლო თარიღად 2020 წლის 31 იანვარი დაასახელა, თუ მმართველი, კონსერვატიული პარტია არჩევნებში გაიმარჯვებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე